ანკარაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში თურქეთის პოლიციამ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 60 პირი დააკავა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულების უმეტესობა უცხოელია. პოლიციამ ანალოგიური ანტიტერორისტული ოპერაცია სტამბოლში, იზმირსა და კოჯაელშიც ჩაატარა. არსებული ინფორმაციით, იზმირში დაკავებული რვა ადამიანი ტერაქტების სერიას ამზადებდა. სტამბოლსა და კოჯაელში სულ 18 ადამიანი დააკავეს,მათ შორის 10 ბავშვია.
კომენტარები