საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში კვიპროსს შეხვდა და ანგარიშით 4-0 დაამარცხა.
შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესის სახელობის სტადიონზე გაიმართა. პირველი ტაიმი ფრედ, 0-0 დასრულდა.
ანგარიში 46-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გახსნა. რამდენიმე წუთში კი მეორე ბურთი ხვიჩა კვარაცხელიამ გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემის შემდეგ გაიტანა. მატჩის მიწურულს, 82-ე წუთზე კი კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა გაუკეთა ლევან შენგელიას, რომელმაც ჩვენი ნაკრების უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა. მეოთხე დამატებით წუთზე კი კვიპროსის კარში ხელით თამაშის გამო პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი მიქაუტაძემ ზუსტად შეასრულა.
საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსები დარჩა. საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორ შეხვედრას ჩვენი გუნდი სახლში შოტლანდიასთან და სტუმრად ესპანეთთან გამართავს.