ყველა კარგად ხვდება, რომ ადგილი აქვს პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ეს შეუმჩნეველი ვერ დარჩება ვერც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, – ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მთავარი არა იმპიჩმენტის პროცედურის შედეგი, არამედ პოზიციის დაფიქსირება იყო.
„სამწუხაროა, რომ მოგვიწია ასეთი პროცედურების წამოწყება. მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დასრულდება საბოლოოდ ეს პროცედურები, ეს, რა საკვირველია, არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც საკუთრივ პოზიციის დაფიქსირება“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
კომენტარები