“მივესალმებით “ნაციონალურ მოძრაობაში” პოლარიზაციის გაღრმავებას”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რაც უფრო დასუსტდება “ნაცმოძრაობა”, ქართულ სივრცეში პოლიტიკა მით უფრო გაჯანსაღდება.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, სინამდვილეში, არის კეზერაშვილი და კეზერაშვილთან ჩასვლის შემდეგ, როგორც ჩანს, მისი დავალებების შესრულება დაიწყეს ამ მეორე ხარისხოვანმა “ლიდერებმა”. როგორც ჩანს, ამ დავალებებსაც ძალიან უნიათოდ ასრულებენ, ამიტომ ძალიან მალე კიდევ ერთხელ მოუწევთ კვიპროსში მისტერ ოფშორთან ჩასვლა და მისგან დატუქსვა. მივესალმებით პოლარიზაციის გაღრმავებას “ნაციონალურ მოძრაობაში”, ამ პარტიას და მის სპონსორ კეზერაშვილს ჰქონდა სურვილი, რომ პოლარიზაცია დაესპონსორებინა ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამას ასპონსორებს მხოლოდ საკუთარ პარტიაში. ასე, რომ პოლარიზაცია მშვიდობაში მოახმაროს ამ პარტიას. რაც უფრო დასუსტდება ეს ოფშორული ორგანიზაცია, მით უფრო გაჯანსაღდება ქართულ სივრცეში პოლიტიკა”, – განაცხადა იონათამიშვილმა.