“დაზუსტებით ვიცი, რომ ზარდიაშვილისა და ჩინჩალაძის გვარს გვარამია მხოლოდ სპეკულაციისთვის იყენებს”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მურუსიძის თქმით, პარლამენტის წევრი ვანო ზარდიაშვილი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ქათამაძესა და ალავიძეს არ იცნობენ.
“სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ პარლამენტის წევრი ვანო ზარდიაშვილი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე ქათამაძესა და ალავიძეს არ იცნობენ. ვერსია, რომ ზარდიაშვილსა და ჩინჩალაძეს ნათელ-მირონი აკავშირებთ და ზარდიაშვილი ჩინჩალაძის მეშვეობით აკონტროლებს მოსამართლეებს, გაუმართლებელია. მქონდა საუბარი ჩინჩალაძესთან, მასთან ვმეგობრობ. მითხრა, რომ ქათამაძესა და ალავიძესთან შეხება მხოლოდ ორჯერ ჰქონდა. ერთხელ, როცა საკონსტიტუციო მოსამართლედ ტუღუში ინიშნებოდა, მეორედ, როდესაც ცხრა მოსამართლესთან ერთად განიხილავდა საქმეს და მათ შორის ეს ორი მოსამართლეც იყო.
ზარდიაშვილს კი ქათამაძესა და ალავიძესთან კონტაქტი არასოდეს ჰქონია. ჩინჩალაძისა და ზარდიაშვილის მხრიდან ზეწოლაზე საუბარი ამორალურია. ნიკა გვარამიამ არც ისე დიდი ხნის წინ, პრესკონფერენციაზე ზარდიაშვილი და ჩინჩალაძე ახსენა, რაც აბსურდია. მართალია, ჩინჩალაძე უზენაეს სასამართლოში ქათამაძისა და ალავიძის კოლეგაა, თუმცა ისინი გამარჯობასაც კი არ ეუბნებიან ერთმანეთს. დაზუსტებით ვიცი, რომ ზარდიაშვილისა და ჩინჩალაძის გვარს გვარამია მხოლოდ სპეკულაციისთვის იყენებს“, – აცხადებს ლევან მურუსიძე.
“დაზუსტებით ვიცი, რომ ზარდიაშვილისა და ჩინჩალაძის გვარს გვარამია მხოლოდ სპეკულაციისთვის იყენებს”
2017/02/06 12:11:37
კომენტარები
ნანახია: 1680 ჯერ