პრეზიდენტზე გადაწყვეტილება მიღებულია ექვსი ხმით სამის წინააღმდეგ, ეს არის დემოკრატიული და ნიშნავს, რომ მოსამართლეები არ არიან შეზღუდული აზრის გამოხატვაში, – ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ განაცხადა.
„ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება ასე, რომ სასამართლო ერთხმად კი არ იღებს გადაწყვეტილებას, ცხრავე ერთ პოზიციაზე კი არ დგას, იგივე ევროპული ქვეყნები, იგივე აშშ, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება სასამართლოების მიერ, ყოველთვის არის ხმათა უმრავლესობით და არა ერთი პოზიციით მიღებული გადაწყვეტილება“,- განაცხადა ტურავამ.
კომენტარები