ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩი ბელგიასა და შვედეთს შორის შუალედში შეწყდა. ფეხბურთელებმა თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვეს, რადგან არსებული ინფორმაციით, ბრიუსელის ცენტრში მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი, სავარაუდოდ, შვედები მოკლეს, – ამის შესახებ შვედური მაუწყებელი TV6-ი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შვედეთის ეროვნული ნაკრების მაისურები ეცვათ. ბრიუსელში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩში იმართებოდა.
შვედმა ფეხბურთელებმა „უეფას“ განუცხადეს, რომ არ სურდათ მეორე ტაიმის თამაში და მათ ბელგიელებიც დათანხმდნენ.
ბრიუსელის ცენტრში შეიარაღებულმა პირმა AK-47 ტიპის იარაღიდან ცეცხლი გახსნა. დაღუპულია 2 ადამიანი. არიან დაჭრილები. თავდამსხმელი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა. მომხდარის ბელგიის მთავრობამ ტერორიზმის საფრთხის დონე მეოთხემდე ასწია.
კომენტარები