გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში, მდინარე ენგურზე, მოქალაქეები ხის კონსტრუქციის ნავიდან, ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის ფაქტზე გამოვლინდნენ. სამართალდამრღვევებს მოპოვებული ჰქონდათ 14,3კგ. კეფალის სახეობის თევზი.
„უკანონოდ მოპოვებული თევზი და თევზჭერის აკრძალული საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა“, – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
კომენტარები