Daily Telegraph-ის ცნობით, თავშესაფრის მაძიებელმა ღაზაში მომხდარზე შურისძიების მიზნით დიდ ბრიტანეთში ტერორისტული აქტი განახორციელა, თუმცა უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე ეს ინფორმაცია არ გავრცელებულა.
გამოცემის მტკიცებით, ტერაქტის შემსრულებელი დაკავებულია და მან თავად უთხრა პოლიციას, რომ „ეს პალესტინისთვის გააკეთა“.
გამოცემის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის გავრცელებას შესაძლოა სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვეს, მაგრამ ცნობილია, რომ დაკავების შემდეგ ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ ტერაქტი მოაწყო, „იმიტომ რომ ისრაელმა ღაზაში ბავშვები დახოცა“.
„მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რომ ასეთი რამ მოხდა. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, უსაფრთხოა თუ არა ქუჩაში გადაადგილება“, – აცხადებს „კონსერვატიული პარტიის“ ყოფილი ლიდერი იეინ დანკან სმითი.