სირიის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ქვეყნის ორ მთავარ აეროპორტზე ისრაელის სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.
სირიის არაბული საინფორმაციო სააგენტო აცხადებს, რომ თავდასხმა განხორციელდა დამასკოსა და ალეპოს საერთაშორისო აეროპორტებზე.
მინიმუმ ორი თანამშრომელი დაიღუპა დამასკოს აეროპორტში, – ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
აღნიშნული აეროპორტები სამოქალაქო ავიაციასთან ერთად, სამხედრო ბაზებსაც ემსახურება და გავრცელებული ინფორმაციით ირანული იარაღისთვის სატრანზიტო პუნქტებს წარმოადგენენ. CNN-ის ცნობით, სწორედ ამ იარაღით მარაგდება „ჰეზბოლა“.
სახელმწიფო მედიის ცნობით, ორივე აეროპორტში ასაფრენი ბილიკები დაზიანდა, რის გამოც ისინი ექსპლუატაციიდან გამოიყვანეს.
კომენტარები