„უცხოეთიდან დაფინანსებული „ასო”-ები ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ და ძირგამომთხრელ საქმიანობას ქვეყნის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილის შესახებ წერს.
„ხელისუფლების უდიდესი შეცდომის შედეგია, რომ ქვეყანაში და მის გარეთაც შექმნა სურათი იმისა, რომ მხოლოდ „საია”, „სამართლიანი არჩევნები”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა” და სხვები წარმოადგენენ სამოქალაქო სექტორს. არასამთავრობოები, რომლებიც 9-წლიანი რეჟიმის განმტკიცებას უწყობდნენ ხელს და და დღესაც მათ დაკრულზე ცეკვავენ, პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ხოლო სახემწიფოებრივად მოაზროვნე და სააკაშვილის დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციები გარიყულ მდგომარეობაში არიან”, – წერს მჟავანაძე.