კრემლის მიერ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებზე საუბრისას გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა სენატში გამოსვლისას რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომზე ისაუბრა. მან აგრეთვე რუსეთის მიერ მსოფლიოში შექმნილ საფრთხეებსა და მათი გამკლავების გზებზე ისაუბრა.
„ბოლო 9 წლის განმავლობაში კრემლმა ჩაიდინა აგრესიის რამდენიმე აქტი. 2008 წელს საქართველოში, ყირიმში კი 2014 წელს და მას მერე გრძელდება არეულობა უკრაინის აღმოსაველთში. მათი ქმედებები და განცხადებები მიანიშნებს იმაზე რომ, თუ რუსეთმა წარმატებას მიაღწია უკრაინაში, სამომავლოდ ახალი სამიზნეები ეყოლება. ესენი კი შეიძლება ნატოს მოკავშირეები – ესტონეთი და ლატვია აღმოჩნდეს,” – განაცხადა გენერალმა ბრიდლავმა.
კომენტარები