ჩვენ გვინდა პროგრესზე ორიენტირებული საზოგადოების ინტერესების გამტარებელი ტელევიზია, – ამის შესახებ ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
“საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ სავალალო მდგომარეობაში იყო წლების განმავლობაში და ერთი ცნობილი ქართული ტელევიზიის უბადრუკი კალკი, – ვისი ბრალია, ხომ ვერ მეტყვიან პროტესტანტები?! უფლებებს იცავენ?! ვინ უფლებებს?! რა ხდება?!
ჩვენ გვინდა პროგრესზე ორიენტირებული საზოგადოების ინტერესების გამტარებელი ტელევიზია და არა პოლიტიკური პარტიებისა და “ორიენტირებული” შნირები,
რომლებიც საზოგადოებრივი ტელევიზიის ეკრანებიდან თავიანთ უმწიფარ და უპასუხისმგებლო პროპაგანდას ეწევიან!
ანალიზზე და პროფესიონალიზმზე დაფუძნებული არც ერთი ღირებული პოლიტიკური გადაცემა…
რაღაც აგიტაცია-პროპაგანდის დონის პრიმიტიული გადაცემები,
არაფერი, რაც ასახავდა მსოფლიოში და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.
უმწიფრობის და აგრესიული უაზრო პროპაგანდის დამადასტურებული შოუები…
რა უნდა ამ ხალხს საზოგადოებრივ მაუწყებელში?! ვინ ქმნის იმ მახინჯ ინფორმაციულ პოლიტიკას?! პასუხი ვის აქვს?!”, – წერს დემურ გიორხელიძე.