რუსეთის პრეზიდენტი მზადაა ამერიკის პრეზიდენტს სლოვენიაში შეხვდეს. ამის შესახებ განცხადება პუტინმა სლოვენიის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, მოსკოვში გააკეთა, თუმცა პუტინმა განმარტა, რომ ეს მხოლოდ მოსკოვზე არ არის დამოკიდებული.
“თუ ეს შეხვედრა შედგება, არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, რომ ის ლუბლიანაში გაიამრთოს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა პრესკონფრენციაზე.
ვლადიმერ პუტინმა ასევე გაიხსენა, რომ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, ბარაკ ობამასაც სლოვენიაში შეხვდა.
კომენტარები