საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აგრძელებს სალოტბარო სკოლების მონახულებას. თეა წულუკიანი სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის, ბაღდათისა და ვანის სალოტბარო სკოლებს ეწვია.
სალოტბარო სკოლებში მინისტრთან ერთად ვიზიტით ასევე იმყოფებოდნენ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე და დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნია.
თეა წულუკიანი გიორგი დონაძესა და გიორგი გაბუნიასთან ერთად შეხვდა ოზურგეთის, ბაღდათისა და ვანის სალოტბარო სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებსა და წარმომადგენლებს.
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მოსწავლეთა შემოქმედებას გაეცნო. ასევე, მინისტრმა ვიზიტისას სკოლების საჭიროებების შესახებ მოისმინა და სალოტბარო სკოლების სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ ესაუბრა დამსწრე საზოგადოებას. თეა წულუკიანმა შეხვედრისას სკოლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ქართული მრავალხმიანობის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის გაწეული შრომისათვის და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.
ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.