ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის დასრულების შემდეგ, სამხედროები დაუბრუნდებიან „ჰამასთან“ ბრძოლას.
“ცაჰალი” და მისი ჯარისკაცები სასტიკად იბრძვიან ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის დასაცავად, ისრაელის ღირებულებების დასაცავად. ჩვენ შევქმენით პირობები ბრძოლის ამ პაუზის დროს მძევლების პირველი ჯგუფის გათავისუფლებისთვის”, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა.
“როდესაც ზავი დასრულდება, ჩვენ მტკიცედ დავუბრუნდებით ჩვენს ოპერაციებს, მძევლების გათავისუფლებასა და „ჰამასის“ სრულად განადგურებას”, – დასძინა ჰერცი ჰალევიმ.
კომენტარები