აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავის ორი დღით გახანგრძლივებას მიესალმება. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩართული ვიყავი იმის უზრუნველყოფაში, რომ ამ შეთანხმების მეშვეობით შედეგების გამოღება გაგრძელდეს”, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
“ამ დროისთვის 50-ზე მეტი მძევალი გათავისუფლდა და ოჯახებს დაუბრუნდა. გათავისუფლებულთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები, დედები და ბებიები”, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჰუმანიტარულმა პაუზამ შესაძლებელი გახადა დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რომლებიც იტანჯებიან ღაზის სექტორში.
მანამდე BBC-იმ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ მიღწეულია შეთანხმება ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ზავის კიდევ ორი დღით გახანგრძლივებაზე.