ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ქვეყნის შეიარაღებული ძალების ცნობით, რაკეტა იაპონიის ზღვისკენ იყო მიმართული.
სამხრეთ კორეაში ჩრდილოეთის ეს ქმედება ქვეყნის მიმართ ტრამპის პოლიტიკის გამოცდად შეაფასეს.
აშშ-ის სტრატეგიული მეთაურობის ცნობით კი, რაკეტა საშუალო მოქმედების იყო და ჩრდილოეთ ამერიკისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.
ჩრდილოეთ კორეას მსგავსი ქმედებები გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით აქვს აკრძალული.
კომენტარები