ის კამპანია, რომელსაც ნიკა მელიას შტაბის ცალკეული წევრი აწარმოებს, ერთი მხრივ სასაცილოა და მეორე მხრივ, აშკარად კამპანიური ხასიათისაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„პარტიაში, ყოველ სამთვეში, წაგებული კანდიდატის ხუშტურზე ახალი არჩევნები ვერ ჩატარდება. წესდებით განსაზღვრულია, რომ პარტიის თავმჯდომარის მომავალი არჩევნები 2025 წლის იანვარში იქნება“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ამჯერად საკრებულოები აუჯანყდნენ. პარტიის წევრები რეგიონებიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ.
კომენტარები