ვისაც აქვს კონსტრუქციული წინადადებები, აზრი და იდეა მზად ვართ მოვისმინოთ და ჩართულობა უზრუნველყოთ. თუ არადა როგორც წინა შემთხვევაში, მარტივად, ერთად დგომით, მთავრობა, პარლამენტი, არასამთავრობოები, ვინც აქცენტირებული არიან ქვეყნის განვითარებაზე, ერთად მოვახერხებთ 9 რეკომენდაციის შესრულებას, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„9 რეკომენდაციიდან თებერვლის ბოლომდე უმეტესი ნაწილი შესრულებული იქნება. რაც შეეხება ოპოზიციის ჩართულობას, რომელსაც ევროკავშირის ელჩიც გამოეხმაურა, ჩვენ ახლაც ღია ვართ, როგორც ადრე. ვისაც აქვს კონსტრუქციული წინადადებები, აზრი და იდეა მზად ვართ მოვისმინოთ და ჩართულობა უზრუნველყოთ. თუ არადა, როგორც წინა შემთხვევაში, მარტივად, ერთად დგომით, მთავრობა, პარლამენტი, არასამთავრობოები, ვინც აქცენტირებული არიან ქვეყნის განვითარებაზე, ერთად მოვახერხებთ 9 რეკომენდაციის შესრულებას. კიდევ ერთი შანსი აქვთ რადიკალებს რომ გამოასწორონ ის შეცდომა, რაც დაუშვეს, თორემ ჩვენ მათ გარეშეც შევასრულებთ. ქალბატონი სამადაშვილი ბრიუსელში რომ იმყოფებოდა და მერე ერთმანეთი ამხილეს – სამნიძემ და დეკანოიძემ, რომ ეუბნებოდა ევროპელ კოლეგებს – არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი ხელისუფლებას, თორემ არჩევნებში ოპოზიცია დავსუსტდებითო, ხომ გახსოვთ? ამ ოპოზიციისგან რას უნდა ელოდო, თორემ ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა ზარქუამ.