კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მაჯედ ალ-ანსარმა განაცხადა, რომ კატარი ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე საათში შედგება [მძევლების] საბოლოო ჯგუფის გათავისუფლება, მაგრამ ასევე ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ზავის გახანგრძლივების გამოცხადებას. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ დღეს კარგი ამბები გვექნება გასაზიარებლად”, – აღნიშნა კატარის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ზრდასრული მამაკაცებისა და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცების გათავისუფლება განხილვის თემაა და ისინი შესაძლოა უახლოეს მომავალში გაათავისუფლონ.
კომენტარები