ფოთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია და მისი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ინფორმაცია ახლახან გახდა ცნობილი.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, დარეჯან ცხვიტარია და ფოთის საკრებულოში ფრაქციის სხვა წევრები, ლევან ხაბეიშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ. სავარაუდოდ, აღნიშნული ფაქტი გახდა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან დაპირისპირების მიზეზი.
არსებული ინფორმაციით, ამ საკითხზე ხვალ ფოთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბრიფინგის გამართვას გეგმავენ.
კომენტარები