საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს Emaar Properties-ის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა, მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა უმასპინძლა.
დუბაიში, მოჰამედ ალი რაშედ ალაბარის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე იმ პროექტებზე იმსჯელეს, რომელთა განხორციელებაზეც Emaar Properties-ი აქტიურად მუშაობს. მუჰამედ ალი რაშედ ალაბარი მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის- ბურჯ-ხალიფას მფლობელია.
Emaar Properties-ი მრავალეროვნული უძრავი ქონების განვითარების კომპანიაა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია 30 მილიარდზე მეტ აქტივებს ფლობს მსოფლიოს მასშტაბით. Emaar Properties-ი აზიის, ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის არაერთ ქვეყანაში ოპერირებს.
კომენტარები