იმ ადამიანებს, რომლებიც ითხოვენ გაუგებარ პროცესს, შევახსენებ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული თავმჯდომარე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„არჩეულმა თავმჯდომარემ ყველა მუნიციპალიტეტში გახსნა ოფისი, მიდის მუშაობა 2024 წლის არჩევნებისთვის და ჩვენთვის მთავარია ბიძინა ივანიშვილის რუსული და ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა“, -აღნიშნა ფარულავამ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება ღრმავდება და მწვავდება. მთავარი მიზეზი, ლევან ხაბეიშვილი და მის გარშემო განვითარებული მოვლენებია. რეგიონული წარმომადგენლები და პარტიის წევრები, ხაბეიშვილს მოუწოდებენ დატოვოს პარტიის თავმჯდომარის პოსტი და ნაცმოძრაობა დროებითმა საბჭომ მართოს.
ეს მოსაზრება არ მოსწონს არც ხაბეიშვილს და არც მის გუნდს. ამბობენ, რომ პარტიას დემოკრატიული გზით არჩეული მმართველი ჰყავს და რაიმე ცვლილებები არ განიხილება.