უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველა, ვინც რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყებიდან უკრაინის გმირის წოდება მიიღო, სახელმწიფოსგან საკუთარ საცხოვრებელს მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
“სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ყველაზე, ვინც მას იცავს და უზრუნველყოს [მათი] ყველა საჭიროება. და ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ სათანადო აღჭურვილობასა და იარაღზე. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ სოციალურ დაცვასა და ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი გმირების ღირსეულ უზრუნველყოფაზე.
ამრიგად, ამ ინიციატივის მიხედვით, ყველა, ვინც ომის დაწყებიდან უკრაინის გმირის წოდება მიიღო, საკუთარ საცხოვრებელს მიიღებს. ყველა, ვინც სახელმწიფოს იცავდა, “ოქროს ვარსკვლავის” ორდენის მფლობელი გახდა. ყველა გამონაკლისის გარეშე”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
კომენტარები