„ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ლაგვილავა აცხადებს, რომ ის, რაც პარტიაში დღეს ხდება, არის შედეგი იმ მავნებლური და არასწორი ნაბიჯებისა, რასაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და ახალი მენეჯმენტი დგამენ.
„როდესაც ჩვენ ვთავაზობდით ერთობას, ისინი გვიპირისპირებდნენ „მგლის ბილეთს“. სხვადასხვა გემოვნების მქონე ამომრჩეველს უნდა შევთავაზოთ სხვადასხვა პარტია, რომ ამომრჩეველთა ხმები არ დაიკარგოს“, – აღნიშნა დავით ლაგვილავამ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კვლავ მწვავე კრიზისია – პარტიიდან წამსვლელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. განხეთქილების მთავარ მიზეზად ნიკა მელიას ფლანგი პარტიის ამჟამინდელ თავმჯდომარეს და მის არასწორ ნაბიჯებს ასახელებს. „ნაციონალური წევრები“ არ მალავენ, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობაა.