ბატონ მეჭიაურს დიდ პატივს ვცემ… 2012 წელი ერთად გამოვიარეთ, დღემდეც ერთად მოვედით და ვერაფერში დავზრახავ, – განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე გაზეთ “ვერსიასთან” ინტერვიუში აკეთებს:
”ბატონ მეჭიაურს დიდ პატივს ვცემ… 2012 წელი ერთად გამოვიარეთ, დღემდეც ერთად მოვედით და ვერაფერში დავზრახავ. რაღაც საკითხებისადმი ყველას თავისი დამოკიდებულება აქვს და თუთიყუშებივით ერთი და იგივეს გამეორება კარგი სულაც არ მგონია. თანამოაზრეები ისეთ ბრძოლაში ვიყავით, რომ ჩვენ და ბატონი თამაზი მტრები ნამდვილად არ უნდა გავხდეთ. ზოგადად, მეჭიაური ჩემში ნეგატიურ დამოკიდებულებას არ იწვევს.
ნატო-სთან მიმართებაშიც კოალიციის კატეგორიულობა ცოტა გამიკვირდა, რადგან მეჭიაურის განცხადებები ასე აღვიქვი: თუ გვჭირდება და ნატო ჩვენთვის სასარგებლო იქნება, მაშინ გვინდა ეს ორიენტირი, თუ არ გვჭირდება, მაშინ ნატო თვითმიზანი არ უნდა იყოსო. ჩემთვის საგარეო მიმართულებაში თვითმიზანი ისაა, რომ საქართველო საერთაშორისო პოლიტიკური სივრცის მნიშვნელოვანი სუბიექტი გახდეს”, – განაცხადა ფოფხაძემ.