ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა “სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით” საქართველოს ორი მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
“2023 წლის 24 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის, სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ხელისუფლების თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქეები 1988 წელს დაბადებული გიორგი სემენოვიჩ მელაძე და 1994 წელს დაბადებული დიტო ელგუჯაევიჩ კორინთელი, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მცხოვრებები არიან”. – ნათქვამია ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
ამასთან, დე ფაქტო უწყების მტკიცებით, დაკავებულები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვარი განზრახ გადაკვეთეს”.
“საგამოძიებო ღონისძიებების დროს გამოვლინდა, რომ დიმიტრი კორინთელმა თავისი უკანონო ქმედებები მობილური ტელეფონით გადაიღო”. – აღნიშნავს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების სამსახური.