ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მთავარი არხის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება.
“✅”მთავარი არხის” ეთერში დღეს გასულ აბსურდულ ბრალდებებზე აგებულ სიუჟეტზე მინდა გავამახვილო ყურადღება.. რამდენიმე დღის წინ აჭარის პოლიციასთან მოქალაქე ავთანდილ კომახიძის ოჯახის წევრები და ახლობლები მივიდნენ, პოლიციის უფროსს გრიგოლ ბესელიას ადანაშაულებდნენ კომახიძეს ქვეყნიდან წასვლა აიძულა, ახლა დაბრუნების შესაძლებლობას არ აძლევს, ნარკოტიკების და იარაღის ჩადებით ემუქრებაო. მეტი რა უნდოდათ ამ ვითომ ოპოზიციურ არხებსაც შემოჰკრეს განგაშის ზარი, ოღონდ რამე გადატრიალებული თქვას ვინმემ პოლიციაზე და საეთერო დროს თვალისდაუხამხამებლად დაუთმობენ. მეტიც შაბათის ეთერში მიუძღვნეს ვრცელი სიუჟეტი, არიქა აჭარის პოლიციის უფროსი მოქალაქეს ნარკოტიკების და იარაღის ჩადებით ემუურებოდა -ქვეყანაში შემოსული არ დაგინახოო. ვინ არის ეს მოქალაქე, ავთანდილ კომახიძე, ის არის სხვადასხვა მუხლით,მათ შორის ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პიროვნება, როგორც მისი ნაცნობები ამბობენ დიდი კანონმორჩილებით არც დღეს გამოირჩევა და ერთი ქუჩური მენტალობის კაცია, რომელიც ასეთივე მენტალობის ხალხში ტრიალებს. ასეთი შავბნელი გაგების ხალხის „გაპრავებით“ გინდათ, მოქალაქეებზე ორიენტირებული, ობიექტური მედიის მანტიის მორგება?!
მეგობრებო, ეს არის კომახიძე და თავისი, ინტელექტუალი “საძმო”.

