დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა საშობაო ფოტოები გამოაქვეყნა. ამის შესახებ BBC წერს.
ერთ ფოტოზე მეფე ჩარლზი და დედოფალი კამილა არიან გამოსახულები, მეორეზე კი უელსის პრინცი და პრინცესა – უილიამი და კეიტი ბავშვებთან ერთად.
სწორედ ეს ფოტოები იქნება გამოყენებული საშობაო ბარათებისთვის, რომელიც ტრადიციულად სამეფო ოჯახის სახელით იგზავნება.
კომენტარები