ევროპაში ანტისემიტური ინციდენტების მზარდი რაოდენობის გამო, ბრიუსელში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მსვლელობა გაიმართა. აქციაზე დაახლოებით 4 ათასი ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტებს ბელგიის დროშები და ბანერები ეჭირათ წარწერით: „არ არის აუცილებელი, იყო ებრაელი, რათა იბრძოლო ანტისემიტიზმის წინააღმდეგ“.
ანალოგიური აქცია მოეწყო ბერლინშიც. 3 ათასზე მეტ დემონსტრანტს შორის გერმანიის შრომის მინისტრი და ბუნდესტაგის პრეზიდენტიც იყვნენ.
მედიის ცნობით, ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტის დაწყების შემდეგ გერმანიაში ებრაელთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული 300 პროცენტით გაიზარდა.
კომენტარები