იღუმენია მარიამი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
“გარდაიცვალა საქართველოს ეკლესიის შვილი, ჩვენი მეუფე იობის და – სქემ-მონოზონი ნინო, რომელიც მრავალი წელი ემსახურა სამყაროს, ქართველ ერს ლოცვით და სიყვარულით…
ის ღვთისადმი მადლობით წავიდა მშობლიურ სასუფეველში, სადაცა მართალნი განისვენებენ.
დედა ნინოსთან ჩემი შეხვედრა მონოზვნობაში 90-იან წლებში მოხდა… ჩემი ყურადღება მიიპყრო დედა ნინოს მთის მკაცრმა, მტკიცე ბუნებოვანმა მონაზვნურმა მოკრძალებამ… ჩვენი ყოველი შეხვედრა სულიერი და ახლობლური იყო…
ბედნიერია საქართველო, რომ მისი მიწა-წყალი აღსავსეა ჭეშმარიტი ქრისტეს მხედრებით და საქართველოსთვის მებრძოლი გმირებით… რომლითაც ჩვენი მიწა წმიდაა და მშობლიური.
შეეწიოს ზეციდან სრულიად საქართველოს მეუფე იობის წმიდა სახლეულიდან – დის, სქემ-მონოზონ ნინოს ლოცვა.
ბოლო დროს დედა ნინო მძიმე სენით მოთმინებით მოღვაწეობდა… მეუფისგან შევიტყვე, რომ უკვე ემზადებოდა ამ სოფლიდან გასასვლელად… ამიტომ მე და სქემ-მონოზონი იოანე წავედით მის მოსანახულებლად, რაც დიდი, ღვთიური სიხარული იყო როგორც ჩვენთვის, ასევე მისთვისაც… მიუხედავად იმისა, რომ ტკივილები ტანჯავდა, მოთმინების ღირსებით ინარჩუნებდა იმ სიყვარულს და სითბოს, რომელსაც ყოველთვის მისგან ვიღებდი… არასოდეს დამავიწყდება მისი ბოლო სიყვარულიანი და ღიმილიანი მთისფერი დიდრონი, ღრმა, ღვთიური თვალები… მადლობა დედა ნინო, იმ სიყვარულისთვის, რომელიც დამიტოვე…
მონოზვნური ცხოვრება სიყვარულით და სინანულით ღვთის ძიების გზაა. მე მწამს, რომ სქემ-მონოზონი ნინო ლოცვით და სინანულით, მეუფე იობის გულმხურვალე ვედრებით დაიმკვიდრებს თავის მშობლიურ განსასვენებელში, სადაცა მართალნი განისვენებენ!
მარად შენთვის მლოცველი, იღუმენია მარიამი
მიყვარხარ სამუდამო სიყვარულით!”