დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა შოტლანდიის მთავრობა გააფრთხილა, რომ შეწყვეტს თანამშრომლობას შოტლანდიის მინისტრებთან, მას შემდეგ, რაც შოტლანდიის პირველი მინისტრი ჰუმზა იუსაფი თურქეთის პრეზიდენტს დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირების გარეშე შეხვდა. ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ იუწყება.
საგარეო საქმეთა მინისტრმა შოტლანდიის მთავრობას მისწერა, რომ დაირღვა პროტოკოლი, როდესაც ჰუმზა იუსაფმა გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე თურქეთის პრეზიდენტთან ღაზის სექტორის საკითხი და სხვა თემები განიხილა.
წერილში აღნიშნულია, რომ შოტლანდიის მთავრობამ დაარწმუნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისი, რომ ერდოღანთან შეხვედრის შესახებ ისინი „საკმარის წინასწარ შეტყობინებას“ მიაწვდიდნენ, თუმცა ასე არ მოხდა.
კომენტარები