დეკანოზ გიორგი მამალაძის დედამ პირველი კომენტარი გააკეთა. მაღლაკელიძის თქმით, შეუძლია დაიფიცოს, რომ მისი შვილი პატრიარქის გამო საკუთარ ოჯახს გვერდზე გაწევს.
„ინფორმაციებს, რაც ვრცელდება, ვგებულობთ მედიით. რადგან ჩემი შვილი დუმილის უფლებას იყენებს, ჩვენც ვდუმდით და არაფერს ვამბობდით. როგორ შეიძლება მღვდლის დედას იმ ინფორმაციის სჯეროდეს, რაც პროკურატურამ დადო? – ეს პირველი და უმთავრესი. მეორე ის, რომ ეს ბავშვი ქუჩიდან არ მოსულა – შეგნებულად, ბავშვობიდან ეკლესიაშია და მე როგორც ოჯახის წევრმა, შემიძლია დავიფიცო, რომ პატრიარქის გამო საკუთარ ოჯახს „გადაწევს“. ეს ყველაფერი სისულელეა.
რადგან ის ოჯახის უსაფრთხოებას ითხოვს, ალბათ იყო რაღაც საფუძველი. არ არის ისეთი უტვინო, რომ ამას ჰაერში ითხოვდეს“, – აღნიშნა დაკავებული დეკანოზის დედამ და დასძინა, რომ სურს მისმა შვილმა ”გადაიტანოს ეს გაუგებრობა”, – განაცხადა
ქეთევან მაღლაკელიძემ.