5 შვილის დედა, რომელიც ქმრის მკვლელობაშია ბრალდებული, დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით მარად სურმანიძე მეუღლემ თოკით გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რა მოხდა ქალაქ ტულონში მდებარე სახლში, სადაც ოჯახი 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, დაზუსტებით არავინ იცის. ლანა ხუნწარიას დედა “მთავართან” საუბარში ადასტურებს, რომ ოჯახური კონფლიქტი არ იყო იშვიათი მოვლენა და მისი შვილი არაერთხელ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი.
ახლა ფრანგმა სამართალდამცველებმა უნდა დაადგინონ, რა გახდა სასტიკი დანაშაულის მიზეზი. პოლიცია მკვლელობის ადგილას მეზობლებმა გამოიძახეს. მათ ახალგაზრდა კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. პოლიციაში განხორციებული ზარის მიზეზი კი მორიგი კონფლიქტი და ჩხუბი გახდა. 28 წლის ქალი ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. 5 არასრულწლოვანი კი, რომელიც საზარელი მკვლელობის მოწმეა, საქართველოში დაბრუნებას თავშესაფარში ელოდება.