საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკვე ბერლინში იმყოფება. პრემიერი ამ წუთებში ბერლინის საერთაშორისო აეროპორტიდან იმ კლინიკისკენ მიემგზავრება, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა მოთავსებული.
საქართველოს მთავრობის მეთაური პატრიარქს მოინახულებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნობა.
უწმინდესს რამდენიმე დღის წინ ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია ჩაუტარდა. ილია მეორე თავს კარგად გრძნობს. ის სამშობლოში მომავალი კვირის დასაწყისში დაბრუნდება.
კომენტარები