ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდალა ბუ ჰაბიბიმ განაცხადა, რომ ლიბანის მთავრობა მუშაობს იმისათვის, რომ დაარწმუნოს „ჰეზბოლა“, არ აწარმოოს ომი ისრაელის წინააღმდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ლიბანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიბანს არ სურს ომი და განაცხადა, რომ მის ქვეყანას სამხრეთ საზღვრებზე მშვიდობა სურს.
“ჩვენ არ გვინდა, რომ ის, რაც სამხრეთში ხდება, ლიბანზეც გავრცელდეს. ჩვენ არ მოგვწონს რეგიონალური ომი, რადგან ის ყველასთვის საშიშია. საშიშია ლიბანისთვის, საშიშია ისრაელისთვის და ისრაელის მიმდებარე ქვეყნებისთვის”, – დასძინა მან.
მანამდე რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ “ჩვენ არ გვეშინია ომის. ვინც ჩვენთან ომზე ფიქრობს, ინანებს. ჩვენთან ომი ძალიან ძვირი დაუჯდება [ნებისმიერს]”.