ირანის პრეზიდენტი ქერმანში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს. ამის შესახებ მან თეირანში გამართულ მიტინგზე განაცხადა.
იბრაჰიმ რაისიმ ისრაელს უდანაშაულო ადამიანების მკვლელობაში დასდო ბრალი და მკაცრი შურისძიებით დაემუქრა.
ირანის ქალაქ ქერმანში, გენერალ ყასემ სულეიმანის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 103-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 188 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
კომენტარები