კლინიკაში მოთავსებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმმა ზაზა ლაზარაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება აუცილებელი კვლევები.
მისივე განმარტებით, მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელდა, გამოირიცხა.
ზაზა ლაზარაშვილის განცხადებით, პაციენტი რჩება კლინიკაში და ყველა კვლევის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ მკურნალობის რა ფორმა სჭირდება.
“გრძელდება მკურნალობა და კვლევები იმ პროტოკოლის მიხედვით, რომელიც მის მდგომარეობას შეესაბამება. ჯერჯერობით რჩება კლინიკაში, ტარდება კვლევები, რომელთა უმრავლესობაც მოითხოვს დროს, ზოგიერთი კვლევა 24 საათს საჭიროებს. როდესაც ყველა მონაცემი გაანალიზდება მივიღებთ გადაწყვეტილებას, მკურნალობის თუ რა ფორმა სჭირდება შემდგომ. პაციენტი შემოვიდა სინკოპეს (გონების კარგვის) დიაგნოზით, თუმცა ამავე დროს ყურადღებას იპყრობდა ცხელება და ამიტომ ხდება კომპლექსური კვლევები. მოწვეულია სხვადასხვა სპეციალისტი, მათ შორის ინფექციონისტი, ნევროლოგი და სხვა”, – განაცხადა ზაზა ლაზარაშვილმა.