კომუნიკაციების სპეციალისტი არჩილ გამზარდია Facebook-ზე წერს, რომ “ობიექტივმა” ეთერში პატრიარქის რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების სრული ვერსია გამოაქვეყნა, მანამდე კი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ განცხადება ამოჭრა და არასრული ვერსია გამოაქვეყნა. ლაპარაკია ჩანაწერზე, რომელშიც ბერლინში მყოფი კათოლიკოს-პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს გამოეხმაურა.
ვიდეოში ხმა ხარვეზებით ისმის, ამიტომ იმ ფრაგმენტს, სადაც პატრიარქი დეკანოზის საქმეზე ლაპარაკობს, ტექსტის სახით გთავაზობთ:
“მე ასევე მინდა შევეხო იმ უცნაურ და რაღაც არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის კარგა ხანია და კარგის მეტი არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან. რა მოხდა, რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაარაკობს ხან ერთს, ხან მეორეს, ვისი დავალებით სდება ეს. მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ჩვენი ეკლესია და ქვეყანა, ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში. ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება”.