„გაჰყევით მარო მაყაშვილს, ის ქრისტეს გზაზე დადიოდა. ჩვენ ვითხოვთ მარტივ რამეს, ჩვენ გვჭირდება სამართლიანობა, ის, რაც კანონით გვეკუთვნის და რაც სამართლიანია. ნუ გაჰყვებით ბარაბას გზას, ნუ გაჰყვებით ურთმელიძეს, ნაზღაიძეს, გაჰყევით მარო მაყაშვილის გზას, გაჰყევით ქრისტეს გზას”, – ამ სიტყვებით მიმართა რუსთავი 2″-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს.
გვარამიას თქმით, ტელეკომპანია სამართლიანობას ითხოვს. “რუსთავი ორელები არ გაიყიდნენ და არ გაიყიდებიან”, – განაცხადა მან და მხარდამჭერებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
რუსთავი 2–ის მხარდასაჭერად დღეს თბილისში აქცია გაიმართა.
კომენტარები