„ქართული ოცნების“ ყრილობამდე ერთი დღე რჩევბა. მმართველი გუნდი მეექვსე პრემიერ-მინისტრის წარსადგენად ემზადება. ცვლილებებია აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც და საკანონმდებლო ორგანოშიც.
ირაკლი კობახიძე პრემიერის პოსტს ჩაიბარებს, ყოფილი პრემიერი კი პარტიას. კობახიძე ხვალიდან ოფიციალურად იქნება პრემიერობის კანდიდატი. კონსტიტუციით მას ორკვირიანი ვადა აქვს იმისთვის რომ პარლამენტს სამთავრობო გეგმა და განახლებული მინისტრთა კაბინეტი წარუდგინოს.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირის ბოლოს დაამტკიცებს. პრემიერს და მინისტრებს პარლამენტი მინიმუმ 76 ხმით ამტკიცებს.
46 წლის სამართლის დოქტორი 2015 წლიდან „ქართული ოცნების“ ლიდერი იყო, აღმასრულებელი მდივანიც, თავმჯდომარეც და პირველი კანონმდებელიც. ხვალ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის პოსტს ასევე ოფიციალურად დაიკავებს თანამდებობიდან წასული ირაკლი ღარიბაშვილი.