დარღვევები საავტომობილო საწვავის ხარისხში, რომელიც სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საავტომობილო საწვავის ხარისხი ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურზე შეამოწმეს.
ჯამში აღებულია დიზელის 80 და ბენზინის 20 ერთეული სინჯი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა დიზელის საწვავის 25 და ბენზინის 3 სინჯში.
დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდი ციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას.
კომენტარები