ბოიკოტი კატეგორიულად მიუღებელი და არასწორია, „ლელომ“ „ნაცმოძრაობასაც“ კი გადაასწრო რადიკალიზმში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
„ეს ბოიკოტი კატეგორიულად მიუღებელი და არასწორია. ლელო უბრალოდ კი არ „განაცდა“, არამედ ყველაზე რადიკალური ფორმა და მიმართულება აირჩია, „ნაცმოძრაობასაც“ კი გადაასწრო ამ რადიკალიზმში. ამაში რა ლოგიკა და ჭკუა არის, მე არ ვიცი და არ მესმის“, – აღნიშნა დაუშვილმა.
მომავალ კვირას პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნება და განახლდა მუშაობა ევროპულ რეკომენდაციებზე. 9 პრიორიტეტის შესახებ ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა „ლელომ“. ამ საკითხზე მორიგი შეხვედრა პარლამენტში ორ კვირაში იგეგმება.
კომენტარები