ყოფილი პოლიციელი ლაშა კვირკვაია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“ამ პატივცემულის შვილი – გიორგი დავითაძე, ზედმეტსახელად ” გორა” არის მრავალჯერ ნასამართლევი, ბოლოს 2015 წლის შემოდგომაზე დავიჭირე მე მაშინ როდესაც სპორტის სასახლესთან ადამიანთა 20 კაციან ჯგუფს გადაატარა ცეცხლსასროლი იარაღის ჯერი. #პროკურატურა, #შსს , #სასამართლო როგორ გამოვიდა ეს ადამიანი წელიწადნახევარში, რომელმა იჩალიჩეთ? ქვეყანაში ვცხოვრბთ თუ დუქანში? რაც შეეხება გალდავას და “გორას” ცემას, უნდა იცნობდე გალდავას რო მიხვდე როგორი შორს დგას მისი პიროვნება სიტყვა ცემისგან. ეს კაცი თავისი მონდომებით და პროფესიონალიზმით ყელზე ადგას ვაკე-საბურთალოს კრიმინალურ ელიტას და ყველა გზით ცდილბენ მის მოცილებას. იმედია სამინისტრო ამჯერად მაინც სათანადო პასუხს გასცემს ამ დანაშაულის დაბრალებას, რაც თავისმხრივ ცალკე დანაშაულია”-წერს კვირკვაია.
შეგახსენებთ, “ეროვნული ფორუმის” წევრი ავთო დავითაძე აცხადებს, რომ გვიან ღამით მისი შვილი გიორგი დავითაძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსმა სცემა.