ბოლო დროს საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს ინტერნეტ-პორტალი Geotimes ეხმაურება და ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას გვთავაზობს.
ეს სტატია, რომელსაც ქვევით გთავაზობთ ეხება საქართველოს საპატრიარქოში ჯერ კიდევ 2011 წელს დაწყებულ შიდა გადატრიალების მცდელობას. ის, რაც დღეს ხდება, სავარაუდოდ, ამ სიტუაციის გაგრძელებაა: ჯეოთაიმსის ინფორმაციით, ეკლესიაში წყალი მაშინ აიმღვრა, როცა საქართველოს დამაქცევრებსა და სამშობლოს მოღალატეებს აბრიალებული კელაპტრებით სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში ლოცავდნენ და მოგვიანებით ამ ძაღლთა პირებს პარაკლისები გადაუხადეს, აქაოდა, შენნაირი დიდი კაცი ილია ჭავჭავაძის შემდეგ საქართველოს არ ღირსებიაო!..ეკლესიაში წყალი მაშინაც აიმღვრა, როცა სასამართლოს მიერ პედერასტობისათვის გასამართლებელი მავანი სასულიერო პირი მღვდელმთავრის ხარისხში მიაბარეს მიწას და ზოგი სამთავროს დედათა მონასტერში დაკრძალეს და ზოგი – სად…
სანდო წყაროზე დაყრდნობით, საქართველოს წმინდა სინოდის წევრი 22 მღვდელმთავარი უწმინდესსა და უნეტარესს – ილია II-ს განუდგა!!! განდგომილები, მართალია, პატრიარქს წირვა-ლოცვებში იხსენიებენ და ამის არგაკეთებას ისინი, ჯერჯერობით, ვერ ბედავენ, მაგრამ მდგომარეობა ძალიან სერიოზულია და საგანგაშო!..ბუნებრივად დაისმის კითხვა, – რა სურთ მათ, რა უნდათ?..განდგომილი ეპისკოპოსების, მთავარეპისკოპოსებისა და მიტროპოლიტების საერთო სურვილსა და მიზანს გამოხატავდა, ალბათ, მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტის – მეუფე ვახტანგის (ერისკაცობაში ბადრი ახვლედიანის) მიერ წამოსროლილი ერთი ფრაზა, რომლის შესახებაც ჩემთვის ცნობილი გახდა: ,,ამოვიდა უკვე ყელში ეს პატრიარქი! 33 წელი საპატრიარქო ტახტზე ყოფნა ერთი ადამიანისთვის ძალიან ბევრია… პატრიარქი დიდი ხანია, გამოსაცვლელია!…’’
მსგავსი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში ერთადერთხელ, დემეტრე მეორე თავდადებულის (1270-1289 წწ.) მეფობის ჟამს მოხდა, როცა პატრიარქი თავისი ნებით გადადგა და მონასტერში ბერად აღიკვეცა…
გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა უწმინდესისა და უნეტარესის შემცვლელად განიხილავდნენ 3 კანდიდატურას. 1) დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი – მეუფე აბრაამი (ერისკაცობაში ამირან გარმელია) ; 2) საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი – მეუფე დანიელი (ერისკაცობაში დავით დათუაშვილი) და 3) ჭყონდიდელი მიტროპოლიტი – მეუფე პეტრე (ერისკაცობაში პეტრე ცაავა).
ახლა კი ყველაზე მთავარი, პატივცემულო მკითხველო!..გთავაზობთ მღვდელმთავრების ჩამონათვალს, რომლებიც მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისი მთავარ ეპისკოპოსს, მიტროპოლიტს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა – ილია მეორეს არ განუდგნენ და პატრიარქს უერთგულეს! ესენი გახლავან:
1. ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი, მეუფე იობი (ელგუჯა აქიაშვილი);
2. წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი, მეუფე ზოსიმე (შოთა შიოშვილი);
3. თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი, მეუფე თადეოზი (მირიან იორამიშვილი);
4. ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე (თამაზ ჯოჯუა);
5. ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი, მეუფე ისაია (ზურაბ ჭანტურია);
6. ბოდბის მთავარეპისკოპოსი მეუფე დავითი (გიორგი ტიკარაძე);
7. ბათუმის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი);
8. სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი, მეუფე იეგუდიელი (გოჩა ტაბატაძე);
9. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსი, მეუფე ილარიონი (დავით ქიტიაშვილი);
10. გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსი, მეუფე ექვთიმე (თეიმურაზ ლეჟავა);
11. საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსი, მეუფე ლუკა (ვაჟა ლომიძე);
12. ბოლნისის ეპისკოპოსი , მეუფე ეფრემი (დავით გამრეკელიძე);
13. გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (კონსტანტინე იაკობაშვილი);
14. დმანისის, აგარაკ-ტაშირისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი (იმედა იარაჯული);
15. ნიკორწმინდის მიტროპოლიტი, მეუფე ელისე (ელდარ ჯოხაძე);
წყარო:ჯეოთაიმსი