ისნის რაიონში საექიმოს გასასვლელში მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება.
როგორც ”ყაზტრანსგაზ-თბილისში” განმარტავენ, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 23 თებერვალს, 12:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონში, საექიმოს გასასვლელი №8, №9, №32/33, №37, №38, 4-ბარაკში არსებული საცხოვრებელი კორპუსების და კერძო სექტორის მოსახლეობას.
როგორც ”ყაზტრანსგაზ-თბილისში” აცხადებენ, გაზის მიწოდება აღდგება 15:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
”შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.