ალექსეი ნავალნი ღიად, საჯაროდ ჩავიდა მოსკოვში და, ფაქტობრივად, საკუთარი ფეხით შევიდა პუტინის საპყრობილეში. სააკაშვილი შემოიპარა საქართველოში არაჟნებით სავსე კონტეინერით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„ნავალნი ღიად, საჯაროდ ჩავიდა მოსკოვში და, ფაქტობრივად, საკუთარი ფეხით შევიდა პუტინის საპყრობილეში. სააკაშვილი შემოიპარა საქართველოში არაჟნებით სავსე კონტეინერით. ეს გააკეთა ამ ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელმაც მანამდე უარი თქვა მოქალაქეობაზე. ნავალნის რუსეთის მოქალაქეობაზე უარი არასოდეს უთქვამს. მიხეილ სააკაშვილი თბილისის ცენტრში, ჰოსპიტალში იხდის სასჯელს. ნავალნი იყო კლასიკური პოლიტპატიმარი, საერთაშორისო სამართლით იყო აღიარებული ასეთად, ხოლო სააკაშვილი არის კრიმინალი“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მორიგი ტყუილი „ვივამედის“ პალატიდან – არაერთი ექსპერტიზიცის პასუხის მიუხედავად, მსჯავრდებული სააკაშვილი მაინც ამტკიცებს, რომ ისიც ნავალნის მსგავსად მოწამლეს. სააკაშვილი თავს ნავალნის ადარებს და ამბობს, რომ ორივე მათგანის წინააღმდეგ პუტინის რეჟიმი იბრძოდა.