რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა, 38:3 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
ამ მატჩამდე ორივე გუნდს პლეი ოფში გასვლა გარანტირებული ჰქონდა, ურთიერთშეხვედრაში კი უნდა გარკვეულიყო, რომელი დაიკავებდა ჯგუფში პირველ ადგილს, რითიც ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე თამაშის უფლებას მოიპოვებდა.
გუნდებმა თამაში აქტიურად დაიწყეს. საწყის წუთებში ესპანელებმა „ბორჯღალოსნებს“ დიდი წანააღმდეგობა გაუწიეს, და ანგარიშიც მათ გახსნეს – ლოპესმა სტუმრები ზუსტი საჯარიმო დარტყმით 3:0 დააწინაურა.
ამის შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა დიდი ძალებით შეუტიეს და ტაიმის მიწურულს თენგიზ პერანიძის ლელოთი და ლუკა მატკავას ზუსტად შესრულებული გარდასახვით ტაიმი 7:3 მოიგეს
კომენტარები