უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ ოლექსანდრ პავლიუკის განცხადებით, დასავლელი პარტნიორების დახმარება უფრო დროული რომ ყოფილიყო, უკრაინული ჯარის დანაკარგები გაცილებით მცირე იქნებოდა.
„2022 წლის მაისში უკვე ამოვწურეთ საბჭოთა ტიპის საბრძოლო მასალის მარაგები. იმედი გვქონდა, რომ დასავლეთის დახმარება მალე ჩამოვიდოდა. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. საბრძოლო მასალების ნაკლებობის გამო დავკარგეთ ყველაზე კარგად მომზადებული სამხედროები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად აკავებდნენ მტერს“, – აღნიშნა ოლექსანდრ პავლიუკმა.
მისივე თქმით, ეს სავალალო ტენდენცია ახლაც ნარჩუნდება – უკრაინას აქვს პრობლემა საბრძოლო მასალებთან დაკავშირებით და შეფერხების თითოეული დღე აისახება პირადი შემადგენლობის მსხვერპლში.
კომენტარები